ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა, პოლიტიკოსებს ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას – ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკოსებს სთხოვს ზუგდიდში გუშინ “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის შესახებ შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა. “გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული – … სრულად წაკითხვა ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა, პოლიტიკოსებს ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას – ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს

ირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“

ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“და დღესაც გაგრძელდა “, -აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ზუგდიდში განვითარებული მოვლენები შეაფასა. ირაკლი კობახიძის თქმით, ზოგიერთი მედიის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. „რაც შეეხება მედიის პასუხისმგებლობას, ამაზე ვისაუბრე უკვე. ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“და დღესაც გაგრძელდა ეს ყველაფერი … სრულად წაკითხვა ირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“

ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი. გავრცელებული ინფორმაციით ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც აპარატიდან თანხას იღებდა.  ეჭვმიტანილმა ინკასატორს თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს იყო “საქართველოს ბანკის” კუთვნილი ინკასაციის მანქანა, სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მომხდარის გამო, თვითმხილველები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი. წყარო სრულად წაკითხვა ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს

სერგეი შამბა: რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას SOVA ავრცელებს. კითხვაზე, დაკავების შემთხვევაში გადასცემს თუ არა დამნაშავეს აფხაზური მხარე თბილისს, შამბამ უპასუხა: “რა თქმა უნდა”. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი … სრულად წაკითხვა სერგეი შამბა: რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება?

„ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება?- ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება. “ამ დროისთვის თქვენ თავდამსხმელის სახელი და გვარი იცით? შეიძლება, რომ საზოგადოებამ მეორე დღეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკება დასრულებულია, ყველა მძევალი … სრულად წაკითხვა ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება?

კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა – ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასსხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევებმა იმატა. როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ყველა სფეროშია, მათ შორის დანაშაულის ზრდის კუთხით. „კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა. ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები. რომელია სიმართლე? ორივე სწორია. … სრულად წაკითხვა კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა – ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს

კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს

“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა იმ მძიმე გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა. მისი თქმით, შექმნილ გარემოში ადამიანებს განცდა აქვთ, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის. „ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს და მერე დაუსჯელი წავიდეს. ეს არის მძიმე შედეგი იმ … სრულად წაკითხვა კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს

სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს – საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ, ზუგდიდში მომხდარი მოვლენების შედეგად, სახელმწიფო პრაქტიკულად განადგურდა. როგორც მან საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა, საქართველოში მოქალაქეებს აქვთ სრული დაუცველობის განცდა. „რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვასაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქმეც ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ … სრულად წაკითხვა სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს – საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. “მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მშოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო … სრულად წაკითხვა შსს განცხადებას ავრცელებს

დავით ბერძენიშვილი: სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით?

„სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ?“ – წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში. „ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია. ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და … სრულად წაკითხვა დავით ბერძენიშვილი: სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით?