კანდიდატები ვერ მოძებნეს გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა და იმ ადამიანებისა, ვინც ისედაც იყვნენ ჩართული ამ დესტრუქციაში

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების წარდგენა ლოგიკური დასასრულია იმ პროცესის, რომელსაც ამ თვეების განმავლობაში წარმართავდნენ. კანდიდატები ვერ მოძებნეს, გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა და იმ ადამიანებისა, ვინც ისედაც იყვნენ ჩართულები ამ დესტრუქციაში , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არჩევანი გასაკეთებელი აქვს კონსტრუქციასა და დესტრუქციას შორის და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების წარდგენა ლოგიკური დასასრული არის იმ პროცესის, რომელსაც ამ თვეების განმავლობაში წარმართავდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებელი იყო ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვლიყო, იმიტომ რომ წინასაარჩევნო კამპანია უნდა ყოფილიყო მიმართული საზოგადოებასთან ურთიერთობაზე და მათ გამოწვევებზე. სამწუხაროდ, მათ დესტრუქციის გზა აირჩიეს და აქედან გამომდინარე კანდიდატები ვერ მოძებნეს გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა და იმ ადამიანებისა, ვინც ისედაც იყვნენ ჩართულები ამ დესტრუქციაში. ეს არის ოპოზიციის შეთავაზება საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას არჩევანი აქვს გასაკეთებელი კონსტრუქციასა და დესტრუქციას შორის, მშვიდობასა და სამხედრო კონფლიქტებს შორის, პროგრესსა და რეგრესს შორის და ა.შ. და ეს გაგრძელდება მანამდე სანამ “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და საზოგადოება არ ჩაანაცვლებს “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა პოლიტიკური ძალებით” , – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელიაა.

წყარო