ვითარება ავღანეთში – გაეროს უშიშროების საბჭოს დღეს საგანგებოდ შეიკრიბება

ავღანეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ სიტყვით გამოვა გენერალური მდივანი, რომელმაც მანამდე არაერთხელ დაგმო ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები. მან უკვე მოუწოდა თალიბანსა და მთავრობის წარმომადგენლებს, მოლაპარაკებები მშვიდობიანი გზით წარმართონ.

ვრცელდება კადრები სადაც ათასობით მოქალაქე ავღანეთიდან ქაბულის აეროპორტში გაქცევას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თალიბები ქაბულში შევიდნენ და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა და განმარტა, რომ ასე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა.

წყარო