გარდაიცვალა თამაზ კვაჭანტირაძე

15 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე. ამის შესახებ ინფორმაცის მისი ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

თამაზ კვაჭანტირაძე 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი, ხოლო 1978-1990 წლებში ჟურნალის — „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი. ავტორი და წამყვანია საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“;

1993-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი.

თამაზ კვაჭანტირაძე 2000-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. ასევე, 2008-2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. ის წიგნების: „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002) ავტორია.

წყარო