თეა წულუკიანი: ამობრძანდეს ქალბატონი ემა, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ

“ამობრძანდეს ქალბატონი ემა, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ხეობაში, მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნენებ”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ემა გოგოხიასთვის მიკროფონის დაბრნებას შეეხებოდა. წულუკიანმა გოგოხიას მიკროფონი რამდენიმე დღის წინ წაართვა.

“ძალიან ბევრნი მეკითხებით, როდის დაუბრუნდება ქალბატონ ემას თავისი მიკროფონი. ქალბატონი ემა თავისი სიცრუის მანქანა ტელეარხიდან ფარავს სამეგრელო-ზემო სვანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არ არის, სად არის ქალბატონი ემა? ამობრძანდეს ქალბატონი ემა, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ხეობაში, მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნენბ, თუ არადა, უნდა დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები, თუ არადა, 3 ოქტომბერიც დადგება, როდესაც ის და თავისი მავნებელი პოლიტიკური ძალა მწარედ დამარცხდებიან არჩევნებში. ამიტომ ბურთი მის მოედანზეა. ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი. თუ არადა, მოვიდეს, როცა უნდა და თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში.

როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, ასეთი თამაში ვიცი მე, პოლიტიკური. თუ უნდა, რომ იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, როგორც ამასწინათ მესტიაში ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახში გააკეთა, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად.

მედიასთან ვიცი მე პოლიტიკოსისა და მედიის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ.

ქალბატონო ევა, კი არადა, ემა, დღეს, ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით, თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა, მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს 3 ოქტომბერს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით”, – თქვა წულუკიანმა.

წყარო