აქ. ახლა თიბისი სულ შენთანაა

„ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა.“

ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს და აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა.

გასულმა წელმა მართლაც გადაასხვაფერა ბევრი რამ. თუმცა, ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია: მეგობრობა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წლების განმავლობაში განვლილი გზა და თავს გადახდენილი ისტორიები, დედებისა და შვილების ურთიერთობა, გამოცდილება, რომელსაც თუნდაც ლიტერატურისა თუ მუსიკის ჩვენი რჩეული ჟანრები გვაძლევს, საქმის ერთგულება და ზოგადად – სიყვარული.

ვიდეო:

https://fb.watch/6TBtdYXgB0/

ახალი ვიდეოს იდეა კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსს“ ეკუთვნის, ტექსტი მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა შექმნა, ხოლო მუსიკა – გია ყანჩელის, ყველასთვის საყვარელი „ის აქ არის“ ზურა მახნიაშვილის არანჟირებით გაკეთდა.  ვიდეოში გამოყენებულია ისტორიული და ყველასთვის ძვირფასი მომენტების ამსახველი ფოტოები და კადრები: კახი კავსაძის შეხვედრა პელესთან, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ფრაზა “დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, 1981 წელს თბილისის „დინამოს“ გამარჯვება თასების მფლობელთა თასზე და ამ გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარი.

ახალი კამპანიით თიბისი გვახსენებს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ცხოვრების ყველაზე მეტ დაუვიწყარ ისტორიას ვქმნით.

წყარო