მაიკლ მაკფოლი: როგორც ჩანს მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები უკანონოდ არიან  არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამომავლო შეხვედრას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მსოფლიომ დაივიწყა, რომ რუსი ჯარისკაცები უკანონოდ საქართველოშიც იმყოფებიან.

“პუტინთან ბოლო შეხვედრის დროს 2011 წელს, ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. იმედი მაქვს, ის იმავეს იზამს შემდეგ კვირას. როგორც ჩანს მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები უკანონოდ არიან  არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (სამწუხაროდ, მოლდოვაშიც)”, — წერს მაიკლ მაკფოლი.

წყარო