ირინა სარიშვილი: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და არა ჩანაცვლდეს!

“ენმ, მას შემდეგ რაც ოპოზციის ერთიანობის დამრღვევების გამო, ურთულესი არჩევანის წინაშე დადგა და უმძიმესი, ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, სადავო გადაწყვეტილება მიიღო, საპარლამენტო მუშაობისთვის აირჩია ბრწყინვალე ტაქტიკა – ქუჩის, ანუ ხალხის განწყობის შეტანა პარლამენტში, და ეს ტაქტიკა უკვე აღარ არის სადავო – ეს ერთადერთი სწორი გზაა. ძალიან რთული იქნება ამ ტემპერატურის შენარჩუნება, მაგრამ ენმ–მ ეს უნდა შეძლოს და ამაში მას სწორედ ჩვენ – მისი მხარდამჭერები უნდა დავეხმაროთ, რადგან ესაა ერთადერთი ხსნის გზა იმ სცენარისგან, რასაც დღეს კრემლი გვთავაზობს!
უნდა შეწყდეს ყოველგვარი მითქმა–მოთქმა ენმ–ს წინააღმდეგ მისივე მხარდამჭერებში და დღეს ისე როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრულები, თუ გვინდა რომ რამე გამოვიდეს! ნებისმიერი გამოხდომა დღეს არა ხელისუფლების ან ფსევდოოპოზიციის, არამედ ენმ–ს წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკურ ველზე პრაქტიკულად მარტოა ამ ბრძოლაში და ყველა მას ებრძვის, ნებისმიერი ასეთი გამოხდომა არის შეგნებით თუ შეუგნებლად კრემლის სცენარში მონაწილეობა!
ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და არა ჩანაცვლდეს!” – წერს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო