“აბა, ჩემო კოლეგებო, დღეს რეზო გაბრიაძის დაკრძალვაა … მერე, დღეს მანდ ბიძინა მოვა და მოემზადეთ”

“აბა, ჩემო კოლეგებო, დღეს რეზო გაბრიაძის დაკრძალვაა და აბა ჩვენ ვიცით როგორი პატივით გავაცილებთ, ჩავწერთ რაც შეიძლება ბევრ პოლიტიკოსს, “მაგათმა” კარგად იციან მისი შემოქმედება, თან გვაკლია მათი სევდიანი და ფრთიანი კომენტარები…. მერე, დღეს მანდ ბიძინა მოვა და მოემზადეთ, კარგი იქნება თუ ეს გამოსვენების დროს მოხდება, ჭყლეტა და უცებ ჩვენი ყიჟინა ისმის: ბატონო ბიძინაა, ბატონო ბიძინააა, წერილი თქვენ დაწერთ? ან გვახარია თქვენი პროექტია???? პარალელურად ოპერატორის ხმა: თავი გაწიე, გოგოო…მიკროფონი ოე… ასე გავაცილოთ მართლა დიდი არტისტი …ამას მე თუ არ ვიტყვი სხვა იტყვის და მართლა ნუ შევირცხვენთ თავს.

ჰო კიდევ ქართველი ტონინო გუერა დაკრძალესო არ თქვათ რა. ეს კაცი მოვლენა იყო სახელად რეზო გაბრიაძე, განუმორებელი გაბრიაძე.. თითზე ჩამოსათვლელი გვყავს ასეთები ან არც გვყავს და არ უნდა შედარება. გუერა გუერაა და გაბრიაძე გაბრიაძეა.ამაზე დიდი შეურაცხყოფა არც წამიკითხავს. აბა ჰე” – წერს ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.

წყარო