მე პირადად არ ვაპირებ პარლამენტში არცერთი თანამდებობის აღებას, თუმცა ჩვენი გუნდის წევრები კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ

მე პირადად არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის აღებას პარლამენტში, თუმცა ჩვენი გუნდიდან იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ძალაუფლების განაწილების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ.

„ძალაუფლების განაწილება არის ძალიან მნიშვნელოვანი კონპონენტი. ეს ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივაა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით პრიორიტეტულია ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების დროული რეგისტრაცია, რომ ამან საარჩევნო გარემო შეცვალოს სრულფასოვნად ქვეყანაში, სრულად პროპორციულზე გადაგვიყვანოს და დაიწიოს ბარიერი. რაც შეეხება ძალაუფლების გადანაწილების საკითხს, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს, ალბათ, დავიწყებთ. მე პირადად, არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის აღებას, თუმცა, ჩვენი გუნდიდან, რაღა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ იმისთვის, რომ მეტად წარმოვადგინოთ ხალხის ხმა პარლამენტში და მეტად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, მეტად ვაიძულოთ “ქართული ოცნება” რომ პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად იფიქროს ხალხის პრობლემებზე,”- განაცხადა ვაშაძემ.

წყარო