გია ხუხაშვილი: ყველაზე საინტერესო შესაძლო ალიანსად დღეის მდგომარეობით გამოიყურება გახარია-კალაძის ტანდემი, რომელიც …

“ყველაზე საინტერესო შესაძლო ალიანსად დღეის მდგომარეობით გამოიყურება გახარია-კალაძის ტანდემი, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს 43%-იანი ბარიერის თემას და რიგგარეშე არჩევნებზეც “ოქროს გასაღებს” დაიჭერს ხელში მომავალი მმართველი კოალიციის ფორმირების საკითხში.
კალაძისთვის არსებულ სიტუაციაში ქართულ ოცნებასთან დარჩენა მაღალი რისკის შემცველია, რადგან თუ ხელისუფლება შეიცვალა, აღმოჩნდება უგულავას როლში იგივე განვითარებით და თუ არ შეიცვალა, გახდება გახარიას შემდეგ ხელისუფლის მთავარი სამიზნე,” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო