ჯენარო გატუზო მილანიდან წავიდა

ჯენარო გატუზომ დღეს განაცხადა, რომ მისი მილანური სამწვრთნელო კარიერა დასრულდა. როსონერიმ ბოლო ტურში სპალთან გამარჯვების მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გატუზოს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს შეთანხმებული, მაგარმ ამის მიუხედავად ის საყვარელ კლუბს კომპენსაციას არ სთხოვს…

“უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემ 2 წლიან კონტრაქტზე უარს ვამბობ და კლუბს კომპენსაციას არ ვთხოვ, მილანისადმი ჩემი დამოკიდებულება არასოდეს ყოფილა ფულით გამყარებული.” – ამბობს იტალიელი.

ჯენარო გატუზო მილანში 2017 წელს დაინიშნა, გუნდის მიერ წელს მოპოვებული მეხუთე ადგილი, როსონერისთვის 2012-13 წლების კამპანიის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

სრულად წაკითხვა