რუსეთში, სკოლის შენობაში თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია 8 მოსწავლე და მასწავლებელი

ყაზანის No 175 გიმნაზიაში (რუსეთი, თათრეთის რესპუბლიკა) 17 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას TASS  ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეიარაღებული პირი დაკავებულია.

TASS ცნობით, დაღუპულია სკოლის 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ,  თავდამსხმელი  ორი იყო.

სააგენტოს ასევე აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ორი თავდამსხმელი იყო.

Telegram-channel Mash წერს, რომ დილით “ნიღბიანები იარაღით შეიჭრნენ გიმნაზიაში” და პირველ და მესამე სართულებზე ცეცხლი გახსნეს. სროლის შემდეგ აფეთქება მოხდა. ერთი კრიმინალი გაიქცა ტუგანლიკის ქუჩისკენ, სადაც ის პოლიციამ დაიჭირა”, – წერს TASS

წყაროს ცნობით, მეორე თავდამსხმელმა გაქცევა მოაქხერხა და სავარაუდოდ, მას მძეველი ჰყავს აყვანილი.

წყარო