რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს

გლობალურად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში Covid-19- ით ინფიცირების მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ინდოეთსა და ბრაზილიაზე გასული კვირის შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის. მაგრამ, მსოფლიოში მრავალი სხვა ქვეყანაა, რომელთაც ძალიან მყიფე მდგომარეობა აქვთ”, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანმო-ს დირექტორმა მოსახლეობას მოუწოდა გააგრძელონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული რეკომენდაციები.

”ის, რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს, თუ ჩვენ ყველა არ შევასრულებთ იმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, რომელსაც ჯანმო ითხოვს პანდემიის დასაწყისიდან”, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ”ვაქცინები პასუხის ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პასუხი”.

წყარო