პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე პრემიერ- მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფაშინიანის კანდიდატურას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი წავიდა, 75-მა კი – კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ პარტიების “აყვავებული სომხეთისა” და “გაბრწყინებული სომხეთის” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კენჭისყრის პირველი რაუნდის შედეგები იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო. კერძოდ, თუკი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც არ აირჩევენ, რომელიც ერთ კვირაშია დაგეგმილი, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა, რის მიზეზადაც ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

წყარო