თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებაშია აღნიშნული.

კახა კუჭამ განცხადება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა და მედიის წარმომადგენლებს ეს დღე მიულოცა.

„მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის – ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას“, – აღნიშნავს კახა კუჭავა.

წყარო