იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ის საპატრიარქოში წააბრძანეს, საიდანაც სხვადასხვა ტაძრებსა და ეპარქიებში გადანაწილდება.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

წყარო