დიდი დიღომი სტიქიის ზონად იქცა – ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, “112”-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის სულ შემოსულია 100-მდე შეტყობინება. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზეახდენენ რეაგირებას.

უწყების ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.

ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია.

წყარო