გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო

გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. დაზიანებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

გურჯაანის მერის ინფორმაციით, სეტყვა იყო სოფლებში: არაშენდა, კაჭრეთი, ქოდალო და ჯიმითია.

არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კომისიასთან ერთად ვითარებას ადგილზე ეცნობა და ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საგარეჯოს, დაზარალებულია სოფელი ხაშმი და პატარძეული.

წყარო