პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

უინძორის სასახლეში ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს გარდაიცვალა, ივნისში მას 100 წელი შეუსრულდებოდა. დედოფლის კონსორტის, მეუღლის სტატუსით ედინბურგის ჰერცოგმა 22 ათასი დამოუკიდებელი ღონისძიება გამართა და 637 უცხოური ვიზიტი განახორციელა. პენსიაზე გასვლის მომენტისთვის, 2017 წლის აგვისტოში პრინცი პატრონაჟს 785 ორგანიზაციას უწევდა.

ელისაბედ მეორის და პრინც ფილიპის ქორწინებამ 73 წელს გასტანა. მათ ჰყავთ ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და მალე მე-11 შვილთაშვილი შეეძინებათ. დაკრძალვას დაესწრო ყველა შვილი და შვილიშვილი, შვილთაშვილები ცერემონიაში არ მონაწილეობდნენ.

სასახლეს მიაცილებდნენ პრინცის და დედოფლის ვაჟები, შვილიშვილები, პრინცები უილიამი და ჰარი (ჰარი ბრიტანეთში კალიფორნიიდან გასულ უქმეებზე დაბრუნდა და დაკრძალვის დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა), ასევე სამეფო ოჯახის სხვა წევრები და პრინც ფილიპის კარის თანამშრომლები.

დამსწრეებმა, მთელ ქვეყანასთან ერთად, ჰერცოგს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შემდეგ კი დაიწყო პრინცის პანაშვიდი, რომელსაც, კოვიდსაწინააღმდეგო წესების მიხედვით, მხოლოდ 30 ნათესავი დაესწრო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო