მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

“დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!
რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ სასამართლოს არ დაუდია ვერდიქტი, ორივე მხარის სიმართლეში ეჭვის შეტანის უფლება გვაქვს, როგორც ყველა თავისუფალ ადამიანს, გვაქვს ვერსიების დადების უფლებაც, თუმცა არა მტკიცებით ფორმაში!
ასე რომ შეეშვით ჩვენზე ძალადობას ამ თქვენი ნეო-ბოლშევიკური გამოხტომებით!..
სანამ არ დადებულა განაჩენი, ბრალდებული მანამდე ვერ იქნება და შესაბამისად, კანონით, არავის დამნაშავედ გამოცხადების უფლება არ გვაქვს, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ გინდა ერთი და გინდა მეორე მხარე!..
სწორედ მაშინ იქნებოდა რობიკო სტურუა უსამართლო, მსახიობი რომ დამნაშავედ გამოეცხადებინა ოფიციალური განაჩენის გარეშე!
ასევე, როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს უფლება არ დაიჯეროს, ან დაიჯეროს ჭორაობა!
ვინ გეკითხებათ თქვენ სტურუას მოხსნას ვიღაცეების ასიწლისწინანდელი თუნდაც კონფლიქტის გამო, ხომ არ გაჟრიალებთ?!)))
დაგვეხსენით ლეშისმჭამელებო!
ვერ მოგვერევით!
p.s. გაუნათლებელი ბნელებისთვის კი ვიტყვი, რობიკო სტურუას სპექტაკლებზე რომ გეარათ, მაშინ გეცოდინებოდათ , რომ მთელი არსით ძალადობის წინააღმდეგია და მისი თითქმის ყველა სპექტაკლი სწორედ ადამიანების ყველაზე ცუდი თვისებების, ბნელი და ცხოველური ინსტინქტების, ბოლშევიზმის – ბრბოს შემოსევის წინააღმდეგია.. , და მხოლოდ ერთგულების, ჰუმანურობის, სიყვარულის, მეგობრობის და სხვა მაღალი ღირებულებების დასაცავად არის მიმართული, ღირსეული ადამიანების ჩამოსაყალიბებლად!..” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი.

წყარო