დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი გახარია ქმნის „ოცნება-2“-ს.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, გავრილოვის საქმეზე ამნისტია არავის სჭირდება, მითუმეტეს, ნიკა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის, ამნისტია პირველ რიგში გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, მათ შორის პირველი ვინ გასცა სროლის ბრძანება.

„ასე რომ, „ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი!

ხოლო ოპოზიცია თუ პარლამენტში შევა, თავს ხაფანგში გაყოფს, რადგან იქიდან სწორედ გახაია გამოყრის თან ისე, რომ გმირიც გახდება.  ამ მოცემულობით, ოცნებას“ მხოლოდ ორი სახე შერჩა – ორივე დესტრუქციული, ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი რადიკალები:

  1. კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ვიზიტით გაემგზავრა აშშ-ში, რადგან აქვს ამბიცია თავად იყოს პროდასავლური და ამით ღარიბაშვილი გახადოს პრორუსი და კორუმპირებული, რომელმაც თავის მხრივ ვერაფერი ჩამოიტანა ევროპიდან;
  2. ღარიბაშვილი, რომელიც აუცილებლად შეეცდება კობახიძეს წაართვას პარტიაში ლიდერობა და გავლენები, რასაც კობახიძე არ დათმობს.

და აი ამ დროს ჩნდება გახარია, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მოიგო არჩევნები და მართალია სრულიად არაფრისმთქმელი სახელებით და გვარებით, მაგრამ ქმნის „ოცნება-2“ -ს; ჩამოყალიბდება პოლიტიკურ ლიდერად, შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება კალაძეს, ის მიღმა აღმოჩნდა, რადგან არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა და ამიტომ მხოლოდ დანამატად დარჩა. მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია. ქვეყანა ამასობაში კატასტროფისკენ მიექანება, ხალხი კი, ბუნკერებისთვის გაწირეს…“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

წყარო