გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

წყარო