ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მანქანაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

კომაროვის სკოლის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მანქანაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ქალი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო