ნანა გეგეჭკორი: საშინლად მრცხვენია იქ ჩარჩენილი უბედური ადამიანების

“ენგურს მიღმა საქართველოს ვერც შორიდან და ვერც გამოღმა ვერ ხედავს დანარჩენი საქართველო… ეს ადამიანები ყოველდღიური სასიცოცხლო საფრთხის პირობებში ინარჩუნებენ ენას, ერთგულობენ სამშობლოს, სკოლებში მასწავლებლები მეგრულად ასწავლიან რუსულად რომ არ ესაუბრონ ბავშვებს. ქართულად საუბარი აკრძალულია. ჩემი ნათესავები, მეგობრები და მეზობლები არიან ყველასგან მიტოვებულნი გაუსაძლის მდგომარეობაში. კოვიდმა უამრავი აფხაზის და ქართველის პირადი დრამის ნაწილი გამხადა ეს ბოლო წელი. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა მათი გაუსაძლისი ყოფა…
გამორჩეულად დრამატულია, სრულიად აბსურდული, გაუაზრებელი რეგულაციები რასაც ენგურს გამოღმა საქართველო ახვედრებს სიკვდილს და შიმშილს გამოქცეულებს… საშინლად მრცხვენია იქ ჩარჩენილი უბედური ადამიანების, რადგან მეც, ჩემი უმოქმედობით, საქართველოს მთავრობას პასიურად ვაძლევ უფლებას, მონობაში მყოფთ სასიკვდილო საფრთხისკენ უბიძგოს,” წერს სოციალურ ქსელში ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი ნანა გეგეჭკორი.

წყარო