“მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მე არავის ვუპირისპირდები, ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ,-ასე ეხმაურება “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას.

„მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“,-განაცხადა ბურჯანაძემ „რუსთავი 2“-თან.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს – ბოკერია. მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით “გაცოცხლებას” ლამობს”.

წყარო