ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა. 1 მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

წყარო