პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა.

მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, დღეს, დღის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი კარვებიც განთავსდება.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.

 

წყარო