აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი აიღეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მოძრაობა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, გზის სავალ ნაწილზე მდებარე კარავს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გადაიტანენ.

“პოლიციელს ვუთხარი, რომ კარავს გავშლი და გადავიტანდი. 2 კვირაში დაგეგმილ აქციაზე, თუ არ მივაღწევთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ერთად, პროტესტის ნიშნად, მოძრაობა “საქართველოსთვის” გზის სავალ ნაწილზე დადგამს კარვებს”, – განაცხადა მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. სამართალდამცველებმა მათ გაფრთხილება მისცეს, რომ კარავი გონივრულ ვადაში აიღონ.

წყარო