“უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება.

ვაშაძის თქმით, დაძაბულობა უნდა განიმუხტოს.

“მინდა ოპტიმისტი ვიყო და უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება. ყველა დავიღალეთ ამ არეულობით. არეულობა უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, განვითერების გზას უნდა დავადგეთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას.

წყარო