ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

“ფორმულას” ტელეწამყვანი ვახო სანაია, რომელსაც გუშინ ღამით რამდენიმე პირი დაესხა თავს, ამ შემთხვევას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. “ფორმულას” ეთერში მან თქვა, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გვიან ღამით ცოლთან, მცირეწლოვან შვილთან, ძიძასთან და რძალთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

“მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ [“ფორმულა”], “TV პირველის” მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ”.

ვრცლად იხილეთ აქ

წყარო