მამუკა გამყრელიძე: …ვისაც ევრაზიაში უნდა, კი ბატონო. მათ დღეს გაიმარჯვეს და კიდევაც ზეიმობენ

“გადავხედე კომენტარებს სხვადასხვა შეხედულების ადამიანების პოსტებზე და სამწუხარო დასკვნა უნდა გამოვიტანო.
პრობლემის თავი და ბოლო ჩვენს ინფანტილურობაშია !
ჩვენ (ქართველები) დასკვნებს ვაკეთებთ მხოლოდ ემოციების საფუძველზე. პირადი სიმპატია-ანტიპატიის ნიშნით ვსაზღვრავთ და ვაცალკევებთ ადამიანებს თუ მოვლენებს.
რა ტალეირანობა სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს სპეცოპერაცია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის უკიდურესად ცუდია ? რა ბევრი ფიქრი უნდა იმას, რომ მიხვდე, ეს მარტო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს და მხარდაჭერებს კი არ დააზიანებს, შენც მოგიტრიალდება ბუმერანგივით და შენც და შენი შთამომავლობაც დაშორდება იმ ოცნებას, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია.
ისე, მეც რა ინფანტილური ვარ, რომ მგონია ყველა ქართველი ევროპულ მომავალზე ოცნებობს. ვისაც ევრაზიაში უნდა, კი ბატონო. მათ დღეს გაიმარჯვეს და კიდევაც ზეიმობენ,” – წერს სოციალურ ქსელში მამუკა გამყრელიძე.

წყარო