გვქნება დიპლომატებთან შეხვედრა, მათთან ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აუცილებლად შეხვდება დიპლომატებს და მათთან სერიოზული საუბარი ექნებათ იმაზე, რაც დღეს მოხდა.

“დიპლომატებთან შეხვედრა აუცილებლად იქნება, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელი მოვლენების შემდეგ ასეთი შეხვედრა არ გაიმართოს. მათთან ძალიან სერიოზულ საუბარი გვექნება და დარწმუნებული ვარ, დიპლომატების რეაქციაც შესაბამისი იქნება. მათი პოზიცია რაღაცას აუცილებლად შეცვლის, რადგანაც თუ ასე გააგრძელა “ქართულმა ოცნებამ”, ის სრულ იზოლაციაში მოექცევა და მთელი გარე სამყაროსგან იქნება მოწყვეტილი. ისეთი ხელისუფლებები, სადაც დიქტატურა არის დამყარებული, თითზე ჩამოსათვლელია. არც ერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არ შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დილის 9 საათზე დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს. მანამდე კი ოთახში და მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

წყარო