სოფელ სქურის ტყეში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ სქურის ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ორ კერად 100 და 200 მეტრი სიგრძის ზოლზე იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის.

მათივე ცნობით, რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრე-მაშველები ქვეითად გადაადგილდებიან.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მონიტორინგი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები.

წყარო