დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს.

“ახლახანს მოვიდა პასუხი და დაუდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად გრძნობს. ასიმპტომურია ამ ეტაპზე“,-აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

წყარო