მოლდოვის პრეზიდენტი: დნესტრისპირეთში მყოფი რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ და მოლდოვის ტერიტორიიდან იარაღი გაიტანონ

დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ოპერატიული ჯგუფი იმყოფება, „რომელთან დაკავშირებითაც მოლდოვასთან შეთანხმება არასდროს მომხდარა, – ამის შესახებ მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პოზიცია არის ის, რომ ამ სამხედროები დნესტრისპირეთის რეგიონი უნდა დატოვონ.

„სახელმწიფოს პოზიცია არის ის, რომ ეს სამხედროები უნდა გავიდნენ და იარაღი გაიტანონ მოლდოვის ტერიტორიიდან“, – განაცხადა მაია სანდუმ და დასძინა, რომ ეს მისია სამოქალაქო დამკვირვებლების მისიამ უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც ეუთოს ეგიდის ქვეშ იმუშავებს.

„სამშვიდობოებთან დაკავშირებით არსებობს 1992 წლის შეთანხმება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების განახლების რისკი არ არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მისია სამოქალაქო დამკვირვებლების მისიად უნდა გადაკეთდეს, რომელიც ეუთო-ს ეგიდით უნდა მუშაობდეს. ეს სიახლე არ გახლავთ. ამ პოზიციის წინ წაწევას მოლდოვა მრავალი წელია ახდენს“, – განაცხადა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.

წყარო