ერდოღანი: ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ვაქცინას, რომელსაც თურქეთი აწარმოებს მთელი კაცობრიობისთვის

თურქეთი აპირებს, მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახადოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ვაქცინას, რომელსაც თურქეთი აწარმოებს მთელი კაცობრიობისთვის. „დიდი ოცეულის“ პლატფორმამ უნდა მოამზადოს და მართოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ეფექტურ და სამართლიან წვდომას თითოეული ვაქცინისადმი“, – განაცხადა ერდოღანმა.

მანვე გამოთქვა აზრი, რომ მსოფლიომ და განსაკუთრებით განვითარებულმა ქვეყნებმა პანდემიის პერიოდში სოლიდარობის გამოცდა ცუდად ჩააბარეს.

წყარო