თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის განცდაც ჰქონდა, რომ …

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმის განცდაც ჰქონდა, რომ როდესაც ჩვენი ბიჭები და არა მხოლოდ ჯარისკაცებს ვგულისხმობ, მათ შორის სამოქალაქო პირებიც წამების მსხვერპლი იყვნენ და სიცოცხლე წაართვა მათ რუსეთის ფედერაციამ, იმ დღეს ცეკვა-თამაში გამართეს ცენტრალურ მოედანზე, 2008 წლის აგვისტოს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ისინი ყოველთვის ზეიმობენ იმას, რაც არ არის საზეიმო. მათ იციან უკვე, რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები და ეს იცოდნენ არჩევნებამდე ბევრად ადრე. ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ წინასწარ ვუთხარით. 1-1-ში ემთხვევა ის ქმედებები, რასაც ისინი დღეს სჩადიან. არ არის გამორიცხული ისინი, რაც უფრო მივუახლოვდები 20:00 საათს, კიდევ უფრო განერვიულდნენ, რადგან მათ უბრალოდ არ უნდათ წარმოიდგინონ, რომ მესამე ვადით „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში“, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

წყარო