გიგი უგულავა: გია ვოლსკი არის პოლიტიკური ლეში

ვის გულისხმობს სვავში, შეგიძლიათ გია ვოლსკის ჰკითხოთ, მაგრამ ის უდავოდ არის პოლიტიკური ლეში, თუმცა ისეთი ლეში, რომელსაც არცერთი სვავი არ მიეკარება, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, პარლამენტის პირველი ვიცე -სპიკერის გია ვოლსკის განცხადება, რომლითაც ის ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.

როგორც გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, გია ვოლსკის განცხადება, რომელიც სრულად ამოვარდნილია კონტექსტიდან.

„ვოლსკის კომენტარი სრულიად ამოვარდნილია და ისევ იმავე ხაზს აგრძელებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ტრაგედიას, ნებისმიერ ადამიანურ უბედურებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ოპონენტებს მიაყენოს ჩრდილი. უბრალოდ, ვერ ხვდება, რომ არსებობს სახელმწიფოს წითელი ხაზები, როცა გადასცდება პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. სახელმწიფოს წითელ ხაზებს არ უნდა გადასცდეს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გადადგა ნაბიჯი. სწორედ „კარტოგრაფების საქმე“ და არა „გარეჯის საქმე“ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული წითელ ხაზს მიღმა ნაბიჯი. ნუ აჰყვებით მათ პროპაგანდას, იმიტომ რომ გარეჯს საერთოდ არ ეხება ის თემა, მხოლოდ ღარიბაშვილის ავადმყოფურ თავში იხარშება და ტერმინებით გვახვევენ თავს. ამასთანავე, როდესაც მძევალია აყვანილი, რომელმაც შეიძლება ხვალ დღის შუქი ვეღარ ნახოს, არ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება და ამას რომ იკადრებ, ადამიანობის წითელ ხაზს გადადიხარ და ეს ხელისუფლება გადადის ადამიანობის წითელ ხაზს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში სახელისუფლებო მედია მისი პროპაგანდებით ავითარებდა იმ ხაზს, რომელიც დღეს გია ვოლკიმ თავისი განცხადებით დაასრულა.

წყარო