ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი. გავრცელებული ინფორმაციით ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც აპარატიდან თანხას იღებდა.  ეჭვმიტანილმა ინკასატორს თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს იყო “საქართველოს ბანკის” კუთვნილი ინკასაციის მანქანა, სიმართლეს არ შეესაბამება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

მომხდარის გამო, თვითმხილველები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

წყარო