“დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა”

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. სტატუსს News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა, მაგრამ დაადასტუროს ვინმემ, რომ მას 80 წლის გურამ შარაძე წარმოუდგენია. მე ვაღიარებ: არა! მე ვერ წარმოვიდგენ.
ახლა მეორე: წარმოგიდგენიათ როდისმე ის მდორედ მიმყოლი ამ ცხოვრების მაჯისცემას? არა!
ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინ ვნახე ბიბლიოთეკაში და მესამე სართულზე ამოირბინა 20 წლის ბიჭივით ხელში უზარმაზარი ჩანთით.
დღეს მე ქოშინით ავდივარ ამ კიბეებს. ის მარად ახალგაზრდად დარჩა ჩემს და თქვენს მოგონებებში. გილოცავთ ბატონო გურამ დაბადების დღეს!”

სრულად წაკითხვა