პარიზთან ახლოს სკოლის მასწვლებელს თავი მოკვეთეს

პარიზთან ახლოს თავი მოკვეთეს სკოლის მასწვლებელს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის მოსწვალეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

შემთხვევა ქალაქ კონფლან-სენტ-ონორის საშუალოს სკოლის სიახლოვეს მოხდა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, თავდამსხმელი მასწავლებელს დიდი დანით დაესხა თავს და  თავი მოკვეთა. თვითმხილველები ყვებიან, რომ კაცი “ალაჰ აკბარს” ყვიროდა. თავდამსხმელი ადგილიდან გაქცევას ცდილობდა,  თუმცა პოლიციის სროლის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ეთნიკურად ჩეჩენი 18 წლის ბიჭია. დაკავებულებს შორის არიან მისი ბებუა-ბაბუა და ორი ძმა.

მოკლული პედაგოგი ისტორიისა და გეოგრაფიის 47 წლის სემუელ პატია, რომელმაც თვის დასაწყიში სიტყვის თავისუფლების შესახებ გაკვეთილი ჩაატარა. როგორც BBC წერს, მან გამოცემა “შარლი ებდოს” საქმეზე ისაუბრა და მუჰამედის კარიკატურა აჩვენა, ხოლო მუსლიმ მოსწავლეებს ურჩია, რომ თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ, შეეძლოთ გაკვეთილი დაეტოვებინათ.

 

წყარო