“ბატონი ღარიბაშვილი თუ შეიძლება ითქვას, არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლოა”

ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რასაც პროპორციული არჩევნები და „ევროპული საქართველო“ მოიტანს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა და თავდაცვის მისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ბატონი ღარიბაშვილი თუ შეიძლება ითქვას, არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლო და მას უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს არჩევანი არის მხოლოდ სააკაშვილს და მხოლოდ ივანიშვილს შორის, რაც ასე არ არის, რა თქმა უნდა. ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რასაც მოიტანს პროპორციული არჩევნები და ევროპული საქართველო“, -განაცხადა კანდელაკმა.

წყარო