“ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია – ხალხის ერთიანობის და შემართების! ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის აქცია!.. როცა ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად. კოვიდით დაინფიცირება, რეგიონში ახალი უპრეცედენტო, რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება! ახლა კოვიდის შეკავება ხდება არა საყოველთაო კარანტინით, რომელიც უკვე დაგვიანებული, არამედ იმით, რომ უნდა ყველა ადამიანი აღვჭურვოთ დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირველ რიგში მედპერსონალი, მოვამზადოთ მედპერსონალი. უნივერსიტეტებში მხოლოდ სელექციურად გავუშვათ სტუდენტები და მივიღოთ ყველა სხვა აუცილებელი ზომა. თავის მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” ყველა მონაწილეს (ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება) უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული. მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები. საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!“-წერს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო