გია ხუხაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ასეთ კონდიციამდე მიდის, სახიფათოა სახელმწიფოსთვის

ექსპერტი გია ხუხაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ღარიბაშვილი იტყუება, ან თამაშობს. პრობლემა იმაშია, რომ მას მართლა სჯერა იმ შეთქმულების თეორიის, რომელსაც ასეთი აგრესიით ავითარებს.
ხელისუფალი, რომელიც ასეთ კონდიციამდე მიდის, სახიფათოა სახელმწიფოსთვის, ჯარისთვის, გარემოცვისთვის და საკუთარი თავისთვისაც”, – წერს გია ხუხაშვილი.
“საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც ჰქვია სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
ვრცლად იხილეთ აქ

წყარო