ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეხვდენენ და სიტყვით მიმართეს

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ქუჩებში მსვლელობას მოაწყვეს და ბულვარში კოლონადებთან აქცია გამართეს.

როგორც პარტიაში განაცხადეს, ეს არის წინასაარჩევნო შეხვედრა მათ ამომრჩეველთან, რათა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარუდგინონ.

ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეხვდენენ და სიტყვით მიმართეს.

დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ვერ დაესწრება. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ოჯახური მწუხარების – მამის გარდაცვალების გამო ფიზიკურად თქვენთან ვერ ვიმყოფები. თუმცა თქვენთან ერთად დავძლევთ სიდუხჭირეს და შევქმნით ძლიერი სახელმწიფოს მყარ საფუძველს – მდიდარ ოჯახს. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ არცერთი მოქალაქე დამარცხებულად თავს არ იგრძნობს” ,- ნათქვამია ვარშალომიძის განცხადებაში.

წყარო