ბრიჯიტ ბარდოსა და გიუნტერ ზაქსის იშვიათი ფოტოები

ბრიჯიტ ბარდო მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთი განუმეორებელი და გამოჩენილი მსახიობია, რომელსაც არასოდეს მიუღია პრესტიჟული კინოპრემიები, მაგრამ ყოველთვის ითვლებოდა ნამდვილ ვარსკვლავად.
1952-73 წლებში ბრიჯიტ ბარდომ 49 ფილმში მიიღო მონაწილეობა და წლებია მსოფლიოს 100 ულამაზესი ადამიანის სიაში უცვლელად ფიგურირებს.
ბრიჯიტ ბარდომ და გიუნტერ ზაქსმა ერთმანეთი 1966 წელს გაიცნეს სენ-ტროპეს ერთ-ერთ კაფეში და ერთ თვეში ზაქსმა ბარდოს ხელი სთხოვა.
1966 წლის ივლისში წყვილმა ქორწილი ლას-ვეგაში გადაიხადა.
ბრიჯიტ ბარდოს, როგორც აღნიშნავენ მისი მეგობრები, მართლა სურდა ოჯახური სიმყუდროვე, თუმცა ცნობილი ფოტოგრაფი და მულტიმილიონერი გიუნტერ ზაქსი დაუსრულებელ საღამოებსა და ბარებში ატარებდა დროს.
1968 წელს ურთიერთ ღალატის გამო, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ცნობისათვის, 2011 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ბარდოს ყოფილმა მეუღლემ, გერმანელმა მილიარდერმა გიუნტერ ზაქსმა – ხელოვნების ნაწარმთა ცნობილმა კოლექციონერმა.

სრულად წაკითხვა