უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

გთავაზობთ მწარმოებლების მიმართვის სრულ ტექსტს:

ბატონო პრემიერო,

თქვენი ბიზნესომბუდსმენობის დროს გვახსოვს, თუროგორი ეფექტური იყავით ბიზნესსექტორისპრობლემების მოგვარებისა თუ ინტერესების დაცვისსაკითხში. თქვენი მეშვეობით შევძელით ხმა მიგვეწვდინამთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის და ნაწილობრივდაგვერწმუნებინა, რომ არააქციზური საქონლისსავალდებულო მარკირების ინსტიტუტი არ იყოგანპირობებული ჩვენს ქვეყანაში არსებული რაიმეობიექტური აუცილებლობით (მაგალითად, ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემით) და აქედანგამომდინარე, არ უნდა გამხდარიყო კერძო მეწარმეებისფინანსური ტვირთი. სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევდაუალკოჰოლო სასმელებზე ფასების გარდაუვალგაძვირებას, რაც დიდი პრობლემა იქნებოდა როგორცმოსახლეობისთვის, ფასების ზრდის გამო, აგრეთვებიზნესისთვისაცგაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირებისკუთხით, და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ისიცგასაგებია, რომ ფასების ზრდა ერთ სექტორში ხშირადმხოლოდ ამ სექტორზე არ ლოკალიზდება და ბიძგსაძლევს საერთო ინფლაციურ პროცესებს.

დღესდღეობით სიტუაცია არ შეცვლილა. ვდგავართ იმავერისკების წინაშე. განსხვავება ისაა, რომ ახლა ზუსტად არისცნობილი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა, რომელზეც აპელირებდნენ მარკირების ინსტიტუტისმხარდამჭერები, არ აღმოჩნდა მართალი. არავითარიაღურიცხავი პროდუქცია არ არსებობს და არც არასდროსყოფილა. არარსებული პრობლემის მოგვარებაშისახელმწიფო იხდის ამჟამად რამდენიმე მილიონ ლარსწელიწადში. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ასე არყოფილიყო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც კივიდავეთ. ამდენად, ჩვენ, ბიზნესსექტორი, ვალმოხდილივართ ქვეყნის წინაშე. სახელმწიფოს კი, თუ მან ვერგააცნობიერა ამ ინსტიტუტის უსარგებლობა, შემაფერხებელ ეფექტ და ხარჯიანობა, შეუძლიაგააგრძელოს მარკირება. თუმცა ბიზნესსექტორს ნუგვაიძულებს ვიკისროთ მარკირების საკმაოდ მძიმე ხარჯი. უალკოჰოლო სასმელების ისედაც დაბალმარჟიანისფერო ამ ხარჯს ვერაფრით გაუძლებს ფასებისგაძვირების გარეშე, რასაც ზემოთ აღწერილი ნეგატიურიშედეგები დომინოს პრინციპით შეიძლება მიყვეს.

ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების (გადასახადებისადმინისტრირების შესახებ) გარდამავალი დებულებებითგანსაზღვრული იყო, რომ 2019 წლის ბოლომდემარკირების საფასურს გადაიხდიდა სსიპ შემოსავლებისსამსახური. მანამდეც, უკვე მერამდენე წელია, ხორციელდება თითო ან ორი წლით ამ საკითხისგადავადება. შინაარსობრივად ყველას გვესმის და თქვენცგვეთანხმებოდით, რომ მარკირების ხარჯი არ უნდა იყოსბიზნესის ფინანსური ტვირთი. მართებულად მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდდარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და ყოველჯერზე არ მოგვიწიოს მაზე მსჯელობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნასჩანაწერი (მუხ.1921.3) იმის შესახებ, რომ გადაიხდევინებამარკირების ნომინალური ღირებულება (მეწარმესუბიექტების მიერ). დარგის ეკონომიკურისტაბილურობისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

თქვენ, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრს, ამასთანავე,საკითხის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ადამიანს, გაქვთსრული შესაძლებლობა, ეს პრობლემა ერთხელ დასამუდამოდ გადაჭრათ.

პატივისცემით,

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია

შეგახსენებთ, რომ უალკოჰოლო სასმელებისმწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიც დარგისყველა მსხვილი მწარმოებელია გაერთიანებული(„კოკაკოლა ბოთლერს ჯორჯია“, “აიდიესბორჯომი საქართველო“,  სსწყალი მარგებელი” /ნაბეღლავი/, კომპანიანატახტარიდა სხვ.), წლებიმანძილზე არწმუნებდა ხელისუფლებას, რომწყლის და სხვა უალკოჰოლო სასმელების აქციზიანალოგიური წესით მარკირება არაოპტიმალურიგადაწყვეტილებაა და გაუმართლებელ ხარჯებთანიქნებოდ დაკავშირებული, რისი რესურსიცისედაც მცირემარჟიან ბიზნესსექტორს არ გააჩნია. საპასუხოდ სექტორმა მიიღო დაპირება, რომმარკირების ხარჯი ბიზნესის ტვირთი არ იქნება, თუმცა აღნიშნული დაპირების რეალიზება დღემდეხდებოდა დროებითი (გარდამავალი) ღონისძიებების სახით, რაცასოციაციის წევრებისაზრითსაკმარისად სტაბილურ გარემოს ვერუზრუნველყოფს ბაზარზე და განვითარებისგრძელვადიანი პროგნოზირებიდამაბრკოლებელი ფაქტორია.

წყარო