თუ ამ შეხვედრაზე გვეძახიან მხოლოდ იმიტომ, რომ დიპლომატებთან ქულა ჩაიწერონ, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა

ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მმართველ გუნდთან დიალოგს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრა გამოსავლის პოვნისთვის უნდა შედგეს და არა იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დიპლომატებთან ქულა ჩაიწეროს:

“მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პარლამენტის თავმჯდომარეს და კიდევ სხვა ადამიანებს აქვთ სურვილი რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ ამ შეხვედრაზე გვეძახიან მხოლოდ იმიტომ, რომ დიპლომატებთან ქულა ჩაიწერონ, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. თუ ამ შეხვედრაზე გვეპატიჟებიან იმისთვის, რომ რეალურად განხილვა შედგეს და არის სურვილი იმისა, რომ გამოსავალი იქნეს ნაპოვნი, ეს უკვე გონივრული გადაწყვეტილებაა,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო