ის ხალხი, ვინც ახლა გარეთ უსტვენს ნიჩბებით ყრიდა ბავშვებს ციხეში

ვიცე-სპიკერისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც ახლა საპროტესტო აქციებს მართავენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვთა უფლებებს უხეშად არღვევდნენ.

წულუკიანის შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებათა კოდექსი არ არსებობდა.

“ის ხალხი, ვინც ახლა გარეთ უსტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბებით ყრიდა ბავშვებს ციხეში. შესაბამისად, დღევანდელი ეს ფონი სიმბლოურიადა მადლობა მათ ამისთვის, იმიტომ, რომ ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დღეს დაგვენახებინა რეალურად ის თუ როგორი იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ. როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სწორედ ისინი ფეხქვეშ თელავდნენ ბავშვთა უფლებებს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო